top of page

რატომ "ელ აუდიტი"?

 

შპს "ელ აუდიტი" მიკრო, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს სთავაზობს კომპლექსურ მომსახურებას საბუღალტრო, აუდიტორული, იურიდიული და საკონსულტაციო მიმართულებით.

"ელ აუდიტის" მიერ შემოთავაზებული საბუღალტრო მომსახურება სავსებით პასუხობს კანონმდებლობის მოთხოვნებს. თქვენ შეგიძლიათ მშვიდად აწარმოოთ თქვენი ბიზნესი, როდესაც თქვენი კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვას პროფესიონალები აწარმოებენ.

ბუღალტერია

აუდიტი

იურიდიული მომსახურება

საკონსულტაციო მომსახურება

ტრეინინგები

სტაჟირება

სერვისები
ჩვენთან თანამშრომლობის 5 ძირითადი უპირატესობა:
  1. თქვენ შეგიძლიათ მთლიანად თქვენს ბიზნესზე კონცენტრირება. თქვენ ხომ აღარ გიწევთ საბუღალტრო საკითხებზე დროის ხარჯვა, რადგან დარწმუნებული ხართ ,რომ თქვენი ბუღალტერია პროფესიონალების ხელშია.

  2. თქვენ გემსახურებათ არა ერთი ბუღალტერი, არამედ კვალიფიციური თანამშრომლების მთელი შტატი, რომლებიც სამუშაოს ხარისხიანად და ვადაში ასრულებენ და ეს ყველაფერი ერთი ბუღალტრის ანაზღაურების ფასად.

  3. ხარისხის გარანტია:  თქვენ არ მოგიწევთ დანახარჯების გაწევა სხვისი შეცდომების გამო. ბუღალტრული აღრიცხვის ხარისხს აკონტროლებენ კვალიფიციური სპეციალისტები. ნებისმიერი რისკი, გადასახადის არასწორად გამოანგარიშება/დარიცხვასთან დაკავშირებით, ნულამდეა დასული.

  4. საბუღალტრო მომსახურება წარმოებს ჩვენს ოფისში. შესაბამისად, თქვენ აღარ მოგიწევთ დამატებითი კადრების აყვანა და ხარჯის გაწევა;ასევე კომპანიას გააჩნია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დამკვეთს არ მოუწევს ბუღალტერიასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა;

  5. ბუღალტერიის წარმოებას ელ აუდიტის მიერ თან ახლავს საკონსულტაციო, იურიდიული და ტექნიკური მხარდაჭერა ნებისმიერ სიტუაციაში. თქვენ საბუღალტრო და საგადასახადო კანონმდებლობის ყველა ცვლილებების კურსში იქნებით.

© 2015 EL Audit. 

  • Facebook Clean
  • Google+ Clean
  • LinkedIn Clean
bottom of page