სერვისები
ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება
ბუღალტრული აღრიცხვის სწორი დაგეგმვა საწარმოს ბუღალტერიის წარმატებული და სტაბილური საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს.
ჩვენ გთავაზობთ საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, რაც მოიცავს:
-
კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის დამუშავებას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ასევე კანონმდებლობის გათვალისწინებით.
-
საზოგადოების სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებასა და, ფინანსური საქმიანობიდან გამომდინარე, ანგარიშთა მოქნილი გეგმის მომზადებას. შედეგად მიღებული ფინანსური ინფორმაციის დამუშავებას საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით;
-
ფინანსური და სამეურნეო ოპერაციების ეფექტური მართვის დანერგვას;
-
შიდა სამუშაო დოკუმენტების ფორმების შექმნას;
-
საწარმოს ფინანსური და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობას, პროცედურების დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფას;
-
საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამების გამოყენებით;
-
გადამხდელების საგადასახადო ვალდებულებათა მიხედვით დავალიანების წარმოშობის მიზეზების შესწავლას;
-
საწარმოს თანამშრომელთათვის ფინანსურ, საგადასახადო და პროცედურულ საკითხებზე ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარებას;
-
საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების ყველა პროცესის კონტროლს (შიდა აუდიტი). მ.შ: შესრულებული საბუღალტრო გატარებების შემოწმებას;
-
საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყოველთვიური, ყოველკვარტალური, წლიური ინფორმაციის მიწოდებას საზოდაგოების დირექტორისა, ასევე დამფუძნებლებისათვის;
-
საწარმოს კუთვნილი გადასახადების სწორ და დროულ დაანგარიშებას; საგადასახადო დეკლარაციების (გაანგარიშებების) წარდგენას.
-
საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მესამე პირთან ურთიერთობისას, საწარმოს ფინანსური ინტერესების დაცვას;
ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა
-
კომპანიის განვლილი და მიმდინარე პერიოდის საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება, მოწესრიგება და ბუღალტერიის ავტომატიზაცია;
-
კომპანიის განვლილ პეროდებზე საგადასახადო ვალდებულებების სწორი გაანგარიშება და შესაბამისად დეკლარირება;
-
ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
-
კუთვნილი საბიუჯეტო გადასახადების შესახებ შემოსავლების სამსახურში წარუდგენელი და წარსადგენი დეკლარაციების დეკლარირება და უკვე წარდგენილი დეკლარაციების შემოწმებას და დაზუსტებას;
საგადასახადო აუდიტი
-
კომპანიის მიერ ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შესწავლა და შემოწმება. საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კუთხით;
-
აუდიტის პროცესში მოწმდება ყველა სახეობის გადასახადის საგადასახადო ბაზა;
-
ტარდება საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშების აუდიტი, როგორც კომპლექსური, ასევე, ცალკეული გადასახადების მიმართ: საშემოსავლო, მოგების, დამატებითი ღირებულების გადასახადი, აქციზი, ქონების გადასახადი, საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები;
-
ხდება საწარმოს საგადასახადო რისკების შეფასება;
-
შემოწმების შედეგების საფუძველზე დგება კონფიდენციალური ანგარიში ხელმძღვანელობისათვის, სადაც აღწერილია ის დარღვევები, რომელიც გამოვლინდა აუდიტის პროცესში და რეკომენდაციები ამ დარღვევების გამოსასწორებლად;
-
დამკვეთთან აღრნიშნული ანგარიშს განხილვის შემდეგ აუდიტორი ეხმარება დამკვეთს გამოასწოროს გამოვლენილი ხარვეზები (მოაწესრიგოს პირველადი საბუთები, დააზუსტოს დეკლარაციები და ა.შ);
საბუღალტრო პროგრამების დანერგვა
-
სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვისათვის თანამედროვე საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების დანერგვა;
-
სპეციალისტების მომზადება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საბუღალტრო აღრიცხვის ხარისხსა და მუშაობის ეფექტურობას;
საბუღალტრო აღრიცხვის მდგომარეობის ექსპრეს-ანალიზი
ექსპრეს-ანალიზი ტარდება:
-
ძვირადღირებული აუდიტორული შემოწმების მიზანშეწონილობის დასადგენად;
-
ბიზნესის ყიდვა-გაყიდვის გადაწყვეტილების მისაღებად;
-
ბუღალტრის პროფესიული შესაბამისობის დასადგენად;
მსგავსი ექსპრეს-ანალიზი ძალზედ პოპულარულია მისი ხელმისაწვდომობის გამო.
ბუღალტრული აღრიცხვის ანალიზი საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ინფორმაცია კონკრეტული ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის, რენტაბელობის და ფინანსური დამოუკიდებლობის შესახებ;
საბუღალტრო აღრიცხვის ანალიზი მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
-
გადასახადების გამოანგარიშების სიზუსტის და მათი გადახდის ვადების შემოწმება;
-
კანონმდებლობის, ნორმატიული აქტების და კომპანიაში არსებული სააღრიცხვო პოლიტიკის დაცვის შემოწმება;
-
საგადასახადო რისკების შეფასება და მათი თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
რას იღებს კლიენტი ექსპრეს-ანალიზის შეკვეთისას?
ბუღალტრული მდგომარეობის ანალიზი და შეფასება იძლევა ძირითადი და საბაზისო ინფორმაციის მიღების საშუალებას, მინიმალურ ვადებში. საბუღალტრო აღრიცხვის სისტემის ეფექტურობის ექსპრეს-შეფასების შედეგები საშუალებას აძლევს:
-
კომპანიის ხელმძღვანელობას - გაიგოს რამდენად შეესაბამება კომპანიის საგადასახადო ანგარიშგება კომპანიის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას, დაინახოს ფინანსური მაჩვენებლების გაანგარიშების სისწორე, ასევე, მიიღოს კომპანიის არსებული ბუღალტრული აღრიცხვის საიმედოობის დამოუკიდებელი შეფასება.
-
კომპანიის მენეჯერებს - საგრძნობლად შეამცირონ არასწორი ბუღალტრული აღრიცხვით გამოწვეული გადასახადებისა და ჯარიმების რისკი. მიიღონ გადამოწმებული და საჭიროების შემთხვევაში, დაზუსტებული ინფორმაცია ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური მარაგების მდგომარეობის შესახებ.
საბუღალტრო აღრიცხვის ექსპრეს-შემოწმების შედეგების მიხედვით, კლიენტი იღებს სრულ ანგარიშს, სადაც აღწერილია მისი კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის მდგომარეობა, რჩევები, თუ რაზე გამახვილდეს ყურადღება და რეკომენდაციები, აღმოჩენილი შეცდომების აღმოსაფხვრელად. ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის შემოწმება გვეხმარება დავადგინოთ გადახდილი გადასახადების სისწორე, ოპერაციების შედეგად გამოწვეული პრობლემები, რამდენად კვალიფიციურად გამოიყენება საბუღალტრო პროგრამა და როგორ შეიძლება მისი გამოყენების გაუმჯობესება.
ტარდება, როდესაც კომპანიის მფლობელს ან მმართველობას სასწრაფოდ ესაჭიროება კომპანიის საბუღალტრო აღიცხვის შეფასება შემდგომი ორგანიზაციული ცვლილებების მისაღებად: ბუღალტრის შეცვლა, ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა-მოწესრიგება საგადასახადო შემოწმების წინ; მსგავსი ექსპრეს-ანალიზი დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანიას არ გააჩნია სახსრები ან მიზანშეწონილად არ მიაჩნევს ძვირადღირებული აუდიტორული შემიწმების ჩატარებას.
სპეციალური შეთავაზება: საბუღალტრო მომსახურებაზე არანაკლებ 1 წლიანი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ექსპრეს-ანალიზი ტარდება უფასოდ!!!
საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის ანალიზი საშუალებას იძლევა, მივიღოთ სანდო ინფორმაცია საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის, ასევე, საგადასახადო რისკების შესახებ. აღრიცხვის მდგომარეობის ექსპრეს-ანალიზის დროს, ხდება ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის, ძირითადი დოკუმენტაციის, სამეურნეო ხელშეკრულებების და სხვ. შეფასება. ბუღალტრული აღრიცხვისა და მისი ორგანიზების ანალიზს აწარმოებს ექსპერტ-ბუღალტერი.
საკონსულტაციო მომსახურება
-
საგადასახადო კონსულტაცია;
-
კონსულტაცია იურიდიულ საკითხებში;
-
კონსულტაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში;
იურიდიული მომსახურება
1. სამოქალაქო სამართალი, მათ შორის:
-
სადაზღვევო სამართალი
-
უძრავი ქონებასაბანკო სამართალი
-
ლიცენზიები და ნებართვები
-
პრივატიზაცია და ლეგალიზაცია
-
გადახდისუუნარობის და გაკოტრების საქმის წარმოება
2. კორპორაციული სამართალი
3. შრომის სამართალი
4. ადმინისტრაციული სამართალი
5. სააღსრულებლო წარმოება
სხვა იურიდიული მომსახურება:
-
სასამართლო დავები;
-
წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სამოქალაქო და ადმინისტრაციული წესით;
-
წარმომადგენლობა არბიტრაჟში;
-
წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში;