top of page
Search

პრაქტიკული ბუღალტერია

  • EL Audit
  • Apr 25, 2015
  • 1 min read

accounting.jpg

ელ აუდიტი იწვევს დამწყებ ბუღალტრებს პრაქტიკული ბუღალტრული აღრიცხვის კურსზე. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს დამწყებ და მოქმედ ბუღალტრებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში.

პრაქტიკული ბურალტერიის პროგრამა ითვალისწინებს კონკრეტული საწარმოს პირველად დოკუმენტებთან მუშაობას, შემდგომი ანგარიშების გადახურვითა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებით. ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებს პროგრამა ORIS -ში და საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა RS.GE

სტაჟიორებად გასაუბრების საფუძველზე მიიღებიან პირები, რომლებსაც აქვთ თეორიული განათლება ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში

პრაქტიკული კურსი სრულად მოიცავს:​

  • ორგანიზაციის ერთი წლის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნასა და წამოებას:

  • სასაქონლო ზედნადები;

  • ანგარიშ-ფაქტურა;

  • საგადახდო დავალება;

  • ინვოისი;

  • სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერი;

  • სახელფასო უწყისი;

  • საბაჟო დეკლარაცია.

  • ორგანიზაციის ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების შევსება და წარდგენას:

  • საშემოსავლო;

  • დღგ;

  • ქონება;

  • მოგება.

  • გარდა მიმდინარე გადასახადებისა, შეისწავლება დარიცხული წლიური საავანსო გადასახადებისა და ზარალის გადატანის მეთოდები:

  • ქონება;

  • მოგება.

  • პრაქტიკა მოიცავს ორგანიზაციაში ისეთი კაზუსების გარჩევას როგორიცაა: სესხი ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, იჯარას, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები, პარტნიორების მიერ ყოველწლიური დივიდებდის გატანას.

ბონუსი: აღნიშნული კურსის ფარგლებში თქვენ შეისწავლით კომპიუტერულ ბუღალტრულ პროგრამა ORIS და RS.GE -ზე მუშაობას;

კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამა ორისის სასწავლო კურსი მოიცავს:

  • Oris-ის ინსტალაცია;

  • მონაცემთა ბაზის მარშრუტის არჩევა;

  • პროგრამის ქსელში მუშაობის შესაძლო პრობლემების დიაგნოსტიკა;

  • მონაცემების ასლის აღება/აღდგენა;

  • ახალი ორგანიზაციის შექმნა;

  • ანგარიშთა გეგმის მომზადება და სასტარტო ნაშთების დასმა;

  • საოპერაციო და ანალიზური პერიოდები;

  • საბუღალტრო გატარებები;

  • საცდელი ბალანსი;

  • მოგება-ზარალი;

  • ფულადი სახსრების მოძრაობა (cash flow);

  • პირველადი დოკუმენტები;

  • ძირითადი საშუალებები და ცვეთის დარიცხვა;

  • ხელფასის დაანგარიშება, ხელფასის დარიცხვის გატარებები;

  • ვალუტა და საკურსო სხვაობა;

პრაქტიკული კურსის ღირებულება: 350 ლარი პრაქტიკის ხანგძლივობა: 2 თვე (36 საათი), კვირაში 2-ჯერ პრაქტიკული ლიტერატურა და პირველადი დოკუმენტაცია გადმოგეცემად საჩუქრად.

კურსის დასრულების შემდგომ ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება. კურსის ბოლოს გაიცემა შესაბამისი სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ელ აუდიტის სერთიფიკატი.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად აწარმოოს ნებისმიერი სახისა თუ სირთულის ბუღალტერია.


 
 
 

Comments


© 2015 EL Audit. 

  • Facebook Clean
  • Google+ Clean
  • LinkedIn Clean
bottom of page