top of page
Search

ბუღალტერია დამწყებთათვის

  • EL AUDIT
  • Apr 27, 2015
  • 2 min read

პროგრამა გათვალისწინებულია მათთვის, ვინც ნულიდან იწყებს ბუღალტერიის შესწავლას.

აღნიშნული კურსი მოიცავს:

  • ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით.

  • კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამა - ORIS -ის შესწავლა.

  • პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი.

თითოეული თემატიკა განხილული იქნება პრაქტიკულ მაგალითზე და მოიცავს ყველა იმ საბუღალტრო ოპერაციის წარმოებას, პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას და საგადასახადო დეკლარაციების შევსებას, რაც ევალება ბუღალტერს ერთი საანგარიშგებო წლის განმავლობაში, წლიური ფინანსური ანგარიშგების ჩათვლით.

თეორიული ნაწილის თემატიკა:

  • ანგარიშთა გეგმა;

  • სალაროს ოპერაციები;

  • ბანკის ოპერაციები;

  • მოთხოვნის აღრიცხვა;

  • ვალდებულებების აღრიცხვა;

  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა;

  • უკანდაბრუნებული საქონლის აღრიცხვა;

  • რეალიზაციის და დღგ-ს კორექტირება;

  • წარმოების პროცესის აღრიცხვა ;

  • პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია;

  • გაყიდვების აღრიცხვა;

  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;

  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;

  • ხელფასთან დაკავშირებული ოპერაციები;

  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;

  • იჯარის აღრიცხვა;

  • ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება;

  • საცდელი ბალანსის შედგენა;

კურსის ხანგრძლივობა 1,5 თვე

კომპიუტერული ბუღალტერიის ORIS-ის შესწავლა.

სასწავლო კურსი მოიცავს:

  • Oris-ის ინსტალაცია;

  • მონაცემთა ბაზის მარშრუტის არჩევა;

  • მონაცემების ასლის აღება/აღდგენა;

  • ახალი ორგანიზაციის შექმნა;

  • ანგარიშთა გეგმის მომზადება და სასტარტო ნაშთების დასმა;

  • საოპერაციო და ანალიზური პერიოდები;

  • საბუღალტრო გატარებები;

  • საცდელი ბალანსი;

  • მოგება-ზარალი;

  • ფულადი სახსრების მოძრაობა (cash flow);

  • პირველადი დოკუმენტები;

  • ძირითადი საშუალებები და ცვეთის დარიცხვა;

  • ხელფასის დაანგარიშება, ხელფასის დარიცხვის გატარებები;

  • ვალუტა და საკურსო სხვაობა.

პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი

, აღნიშნული პროგრამა გათვალისწინებულია მათთვის, ვინც გაიარა თეორიული კურსი, ფლობს ორისის პროგრამას და სურს ცოდნის გაღმავება პრაქტიკული კუთხით. პრაქტიკულ ბუღალტერიას ისწავლით კონკრეტული ორგანიზაციების რეალური საბუთების მაგალითებზე, როგორცაა მომსახურების, ვაჭრობა-იმპორტის, ისე წარმოების სფერო. შეისწავლით შემდეგი დოკუმენტაციის დამუშავებას:

• სალაროს წიგნის წარმოება; სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები; • ბანკის ამონაწერის დამუშავება, • საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკის, ლიბერთი ბანკის და ტაოპრივატბანკის ინტერნეტბანკიგის მოხმარების შესწავლა. • სასაქონლო ზედდებულების, ქვე ზედნადებების (დისტრიბუციის სფერო) და ანგარიშ ფაქტურების შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე. სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კორექტირება საქონლის უკანდაბუნების დროს. • ბრუნვითი უწყისი; • ხელფასის უწყისის შედგენა; • ყოველთვიური საშემოსავლოს და თვის განაცემთა ინფორმაციის დეკლარაციების შევსება- ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე. • საგადასახადო დეკლარაციების (დღგ-ეს; აქციზის; მოგების; ქონების) შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე. • საქართველოს შრომითი კოდექსი; შრომითი ხელშეკრულების დადება; გამოსაცდელი ვადა, მივლინება. კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ, აწარმოონ როგორც სალაროს წიგნი, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, სასაქონლო ზედნადებები, ბრუნვითი უწყისი, ხელფასის უწყისი, ასევე, საგადასახადო დეკლარაციების შევსება, როგორიცაა: დღგ-ს დეკლარაცია, საშემოსავლოს დეკლარაცია, მოგების დეკლარაცია, ქონების დეკლარაცია. მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ, მცირერიცხოვან ჯგუფებში და ინდივიდუალურად. ღირებულება: ინდივიდუალურად სრული 2 თვიანი კურსი 500 ლარი სრული 2 თვიანი კურსი ჯგუფში (5-7 კაცი) 350 ლარი.


 
 
 

Comments


© 2015 EL Audit. 

  • Facebook Clean
  • Google+ Clean
  • LinkedIn Clean
bottom of page