ფინანსური აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით
- EL Audit
- Apr 25, 2015
- 2 min read

II დონე (კვალიფიკაციის ამაღლება)
კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვიწვევთ ბუღალტრებს და მათ, ვიცას გავლილი აქვს ბუღალტერიის საბაზისო კურსი. საბუღალტრო და საგადასახადო საბუთების აღრიცხვა-წარმოების შესწავლა მიმდინარეობს ახალი საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით.
სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების საფუძვლები: ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები; საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა.
2. მოთხოვნების (დებიტორული დავალიანების) აღრიცხვა: მოთხოვნების ეკონომიკური ხასიათი; მოკლევადიანი მოთხოვნების აღრიცხვა; უიმედო და საეჭვო მოთხოვნების აღრიცხვა; გრძლევადიანი მოთხოვნების აღრიცხვა.
3. სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა (ბასს 2) : სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების არსი და სტრუქტურა; სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების შეფასება; სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდები; სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების გადაფასება; სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვა.
4. ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (ბასს 16) : ძირითადი საშუალებების აღიარება და საწყისი შეფასება; ძირითადი საშუალებების ცვეთა; ძირითადი საშუალებების აღიარების გაუქმება (შეწყვეტა); ძირითადი საშუალებების ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში; ძირითადი საშუალების გადაფასაების აღრიცხვა.
5. არამატერიალური აქტივების აღრიცხვა (ბასს 38) : არამატერუელური აქტივების არსი და კლასიფიკაცია; არამტერიელური აქტივების შეფასება; არამატერიელური აქტივების ამორტიზაცია; არამატერიალური აქტივების გასვლა და გაუფასურება; არამატერიელურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა.
6. ინვესტიციების აღრიცხვა (ბასს 40) : ინვესტიციების კლასიფიკაცია; წილობრივ ინსტრუმენტებში დაბანდებული ინვესტიციების აღრიცხვა.
7. იჯარის აღრიცხვა (ბასს 17) : ფულის დროითი ღირებულება; ფინანსური იჯარის ბუღალტრული აღრიცხვა და ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში (მეიჯარესთან და მოიჯარესთან); ჩვეულებრივი (საოპერაციო) იჯარა.
8. ვალდებულებების აღრიცხვა : ვალდებულებების არსი და კლასიფიკაცია; მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებები.
9. სამშენებელო კონტრაქტები (ბასს 11) : სამშენებლო კონტრაქტებთან დაკავშირებული ამონაგები; სამშენებლო კონტრაქტებთან დაკავშირებული დანახარჯები.
10. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა: შემოსავლებისა და ხარჯების არსი და კლასიფიკაცია; შემოსავლებისა და ხარჯების შეფასება და აღიარება; ამონაგებისა და მასთან დაკავშრირებული ხარჯების აღრიცხვა; სახელმწიფო გრანტის და დახმარების აღრიცხვა.
11. ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის ძირითადი კონცეფციები: ფინანსური ანგარიშგების არსი და მიზანი; ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები: ბალანსი, მოგებისა და ზარალი სანგარიშგება, ანგარიშგება ფულადი ნაკადების შესახებ, ანგარიშგება საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ, ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები); მოგების გადასახადი აღრიცხვა; ბალანსის შედგენის შემდგომი მოვლენების ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში.
მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ.
გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5-2 სთ.
კურსის ხანგრძლივობა: 20 გაკვეთილი .
კურსის ღირებულება: 450 ლარი.
Comentários